გორის „დილა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალისტია.
მეოთხედფინალურ ეტაპზე გორის გუნდი წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოელთა კარში პირველი გოლი ალიუნე ტალის ანგარიშზეა, დამატებით დროში გატანილი კიდევ ერთი გოლის ავტორი გიორგი კობახიძეა.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, „დილას“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ნიკო ცეცხლაძეა.
„დილა“ „სამგურალის“ საფეხბურთო მატჩს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა.