2026 წლის 27 აგვისტო გეომაგნიტური და ენერგიულად აქტიური დღეა, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ემოციების კონტროლისა და ჯანმრთელობის მიმართ.
გეომაგნიტური დღის გამო, მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა და თავის ტკივილი, რის გამოც მძღოლებსა და ქვეითებს სიფრთხილე მართებთ. დღის მეორე ნახევარში მთვარე ვერძის ნიშანში გადადის, რაც ბევრ ნიშანს ახალ ენერგიას და ინიციატივების ძალას მისცემს.
ვერძი
დღის მეორე ნახევარში მთვარის თქვენს ნიშანში გადასვლა ენერგიისა და ძალების მოზღვავებას მოგიტანთ. დილა მშვიდ, რუტინულ საქმეებს დაუთმეთ, საღამო კი - პირად ინიციატივებსა და ფიზიკურ აქტივობას. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კამათს.
კურო
დღევანდელი დღე გარე ტემპის შენელებისკენ მოგიწოდებთ. სასარგებლოა სიმშვიდეში ყოფნა, სულიერი ძალების აღდგენა და შემოქმედებითი საქმიანობა. ნუ გადაიტვირთებით ზედმეტი ვალდებულებებით.
ტყუპები
თქვენთვის ეს დღე სოციალური აქტივობისა და მეგობრებთან ურთიერთობის პერიოდია. კარგი დროა სამომავლო გეგმების დასახვისა და იდეების გასაზიარებლად, თუმცა, ფინანსურ საკითხებში წინდახედულება გმართებთ.
კირჩხიბი
კონცენტრირდით პროფესიულ და ფინანსურ საკითხებზე. იმოქმედეთ აწონ-დაწონილად, ყოველი ნაბიჯი გათვალეთ. ოჯახურ გარემოში მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ლომი
კარგი დღეა კითხვისთვის, სწავლისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.
საღამოს პოზიტიური განწყობა და ოპტიმიზმი დაგიბრუნდებათ. სულიერი ვარჯიშები და ფიქრი შინაგან ბალანსს მოგიტანთ.
ქალწული
ყურადღების ცენტრში იქნება საერთო რესურსები და საოჯახო ბიუჯეტი.
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ცივი გონებით მსჯელობას დაეყრდენით.
დროა, დაემშვიდობოთ ძველ, უკვე ამოწურულ სიტუაციებს და ურთიერთობებს.
სასწორი
პარტნიორული ურთიერთობები დღის მთავარი თემაა.
გამოიჩინეთ მაქსიმალური დიპლომატია გარშემომყოფებთან.
კომპრომისის პოვნა დაგეხმარებათ კონფლიქტების არიდებაში.
მორიელი
ყოველდღიური და წვრილმანი საქმეები მარტივად მოგვარდება.
განსაკუთრებით გაუფრთხილდით თავს და ნუ გადაიღლებით.
სამუშაო პროცესში გამოიჩინეთ მეტი ყურადღება წვრილმანების მიმართ.
მშვილდოსანი
შესაძლოა, გაიგოთ ინფორმაცია, რაც თქვენს მომავალზე აისახება. არ ჩაერთოთ მანიპულაციებში და შორს დაიჭირეთ თავი კამათისგან.
დღის ბოლოს გამონახეთ დრო საკუთარი სურვილების შესასრულებლად.
თხის რქა
საოჯახო საქმეები თქვენს დიდ ენერგიასა და დროს წაიღებს.
კარგი დღეა სამომავლო პროექტების საფუძვლის მოსამზადებლად.
ახლობლების გვერდით დგომა დიდ ძალას შეგმატებთ.
მერწყული
დღე სავსეა კომუნიკაციით, ახალი ინფორმაციითა და მოკლე მგზავრობებით. თუმცა, გზებზე სიფრთხილე გმართებთ. დააკვირდით სიტყვებს, რათა უნებლიეთ ახლობელი ადამიანი არ აწყენინოთ.
თევზები
აქტუალური ხდება მატერიალური საკითხები და რესურსების გადანაწილება. შესაძლოა, იპოვოთ შემოსავლის ახალი წყარო ან მიიღოთ საჭირო ნივთი, თუმცა, მოერიდეთ იმპულსურ საყიდლებს.