საინტერესო ამბები
27.08.2026 09:34
27 აგვისტო - რა მოხდა ამ დღეს
27 აგვისტო ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული მოვლენით არის გამორჩეული, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.

1876 წელი - რუსეთის საიმპერატორო ჯარმა იერიშით აიღო და მიწასთან გაასწორა სვანეთის მეამბოხე სოფელი ხალდე, რითაც სისხლში ჩაახშო ხალდეს აჯანყება.

1924 წელი - დაიწყო ანტისაბჭოთა აგვისტოს აჯანყება საქართველოში, როდესაც დათქმულ დროზე ადრე, ჭიათურის სოფელ შუქრუთში, აჯანყებულებმა იარაღი აჰყარეს ადგილობრივ ხელისუფლებას.

1813 წელი - დრეზდენის ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტმა დაამარცხა მოკავშირეთა (რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის) კოალიციური ჯარები.

1883 წელი - ინდონეზიაში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი - ვულკან კრაკატაუს კატასტროფული ამოფრქვევა, რომლის ხმამაც დედამიწის მეოთხედს გადაუარა.

1896 წელი - დიდი ბრიტანეთისა და ზანზიბარის ომი, რომელიც სულ რაღაც 38-დან 45 წუთამდე გაგრძელდა და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ხანმოკლე ომი.

1939 წელი - გერმანიაში განხორციელდა ისტორიაში პირველი რეაქტიული თვითმფრინავის (Heinkel He 178) საცდელი გაფრენა.

1955 წელი - დიდ ბრიტანეთში პირველად გამოიცა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი.

1962 წელი - აშშ-მა კოსმოსში გაუშვა პლანეტათაშორისი ზონდი Mariner 2, რომელიც გახდა პირველი წარმატებული მისია ვენერას მიმართულებით.

1991 წელი - მოლდოვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან.

2009 - ამ დღეს გარდაიცვალა შოთა ჩოჩიშვილი - სახელოვანი გორელი სპორტსმენი, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში.

1576 წელი - გარდაიცვალა ტიციანი, აღორძინების ხანის უდიდესი იტალიელი ფერმწერი.
კვირის ამბები