საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია დღევანდელი დღის - 21 აპრილის ჩათვლით, შესაბამისად, დღეს მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული კვლავ არ არის.
გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 17-დან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.