სპორტი
26.08.2026 15:32
გორის „გორი“ „შტურმს“ დაუპირისპირდება - საფერხბურთო მატჩი გორში ჩატარდება
გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ სართიჭალის „შტურმს“ დაუპირისპირდება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცდამესამე ტურის მატჩი 29 აგვისტოს ჩატარდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

გასული ტურის შეხვედრა გორის გუნდმა დუშეთის „არაგვის“ წინააღმდეგ გამართა. თამაში გორელთა მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.
კვირის ამბები