სპორტი
25.08.2026 16:25
საქართველოს თასის 1/4 ფინალში „დილა“ „სამგურალს“ დაუპირისპირდება
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4 ფინალში გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

საფეხბურთო მატჩი ხვალ, 26 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

ცნობისთვის, საქართველოს თასის მერვედფინალურ ეტაპზე გორის „დილა“ გორის „გორს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
კვირის ამბები