სპორტი
24.08.2026 15:37
გიორგი ინაშვილი ყაზახურ ჭიდაობაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
გორელი გიორგი ინაშვილი ყაზახურ ჭიდაობა კურეშში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

სპორტსმენი 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახეთის წარმომადგენელთან დამარცხდა და მეორე ადგილს დაეუფლა.

გიორგი ინაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის წარმომადგენელია.

ყაზახურ ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობა ბაქოში ჩატარდა. ქართველმა სპორტსმენებმა ჩემპიონატი თორმეტი მედლით დაასრულეს.
კვირის ამბები