საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 4 782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503 პირი იმყოფება.
ინფორმაციისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქე მკურნალობს.