გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამელთა შორის გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტსმენი 97კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბერძენი ნიკოლას კარავანოსი 13-0 დაამარცხა.
კონსტანტინე პეტრიაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია (პირადი მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე). აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი 17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია. გარდა ამისა, 15, 17 და 20 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
მსოფლიოს ჩემპიონატი ბრატისლავაში (სლოვაკეთი) ჩატარდა.