სპორტი
22.08.2026 00:00
შინდისის საჭიდაო არენამ „შინდისის გმირების“ ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჭიდაო არენაზე 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული „შინდისის გმირების“ ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უფროსი ასაკის სპორტსმენები ასპარეზობდნენ და მოჭიდავეები პირველობისთვის 4 წონით კატეგორიაში (60 კგ., 70კგ., 80კგ., + 80 კგ.) დაუპირისპირდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, გორელთაგან საპრიზო ადგილზე სამი სპორტსმენი გავიდა:

70 კგ. წონით კატეგორიაში მეორე საპრიზო ადგილი დავით ქარელმა დაიკავა; 80 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილს ილია ყველაშვილი დაეუფლა; ხოლო აბსოლუტურ (+ 80 კგ.) წონით კატეგორიაში თამაზ ბიგანაშვილი ასევე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილგოები გადაეცათ.

შეგახსენებთ, მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, სპორტის სამინისტრო და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანი ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და შინდისის გმირების ხსოვნის უკვდავყოფაა.
კვირის ამბები