24 აგვისტო მსოფლიო და საქართველოს ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და ტრაგიკული მოვლენით არის ცნობილი.
1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ძირითადი კანონი - კონსტიტუცია. ეს თარიღი საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კონსტიტუციის დღე.
1991 წელი - უკრაინის უმაღლესმა რადამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ 24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.
ტრადიციული ქრონოლოგიით, ამ დღეს გაიღვიძა ვულკანმა ვეზუვმა, რამაც რომის იმპერიის ქალაქების - პომპეისა და ჰერკულანუმის სრული განადგურება გამოიწვია.
1812 წლის ომის მსვლელობისას, ბრიტანულმა ჯარებმა აიღეს აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი და ცეცხლი წაუკიდეს თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს.
2006 წელი - საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (IAU) ხმა მისცა პლუტონის „ჯუჯა პლანეტად“ გადაკეთებას, რის გამოც მზის სისტემაში 9-ის ნაცვლად 8 ძირითადი პლანეტა დარჩა.
1995 - კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად გამოუშვა Windows 95, რომელმაც რევოლუცია მოახდინა პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიაში.
1899 წელი - 24 აგვისტოს დაიბადა ხორხე ლუის ბორხესი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არგენტინელი მწერალი, ესეისტი და პოეტი.