სპორტი
21.08.2026 14:22
„ივერიონი-გორის“ სუპერლიგის გუნდის შემადგენლობაში ცვლილებაა
2026-2027 წწ. სეზონში „ივერიონი-გორის“ სუპერლიგის გუნდის შემადგენლობას კიდევ ორი გორელი კალათბურთელი - გიორგი ქრისტესიაშვილი და დავით საური შეემატება.

საკალათბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე სპორტსმენი „ივერიონის“ აკადემიის აღზრდილია და სათამაშო გამოცდილება კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში მიიღეს.

გიორგი ქრისტესიაშვილი და დავით საური გასულ სეზონში „ივერიონის“ ღირსებას 22-წლამდელთა შემადგენლობაში იცავდნენ.
კვირის ამბები