წითელუბნის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 15-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 1550 ლარით განისაზღვრება.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს. დაინტერესებულ პირებს გამოხმაურების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ.