ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა დღეს, 20 აგვისტოს, 18:00 საათამდე შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, პროგრამების საბოლოო ჩამონათვალის შედგენისას გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები. კერძოდ, კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი, ასევე, მათთვის სასურველი რაოდენობით აირჩიონ საგანმანათლებლო პროგრამები.
„გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:
გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე;
საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს;
ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.