სპორტის მინისტრი ქართული საკალათბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა - შეხვედრას „ივერიონი - გორის“ პრეზიდენტი ილია ჯოლბორდი ესწრებოდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართული საკალათბურთო კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას „ივერიონი - გორის“ პრეზიდენტი ილია ჯოლბორდი ესწრებოდა.
შეხვედრაზე „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ მოდიფიკაციაზე იმსჯელეს, ფონდის დირექტორის მოადგილემ დავით ლაშხმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა და დაგეგმილი ინიციატივები წარუდგინა.
გორის საკალათბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ფონდის განახლება და მასში ყველა სათამაშო სახეობის გაერთიანება, რაც ქართული კალათბურთის და კლუბების შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.
სპორტის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე ესწრებოდნენ.