საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 503 პაციენტი.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 93 პირი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი კი გარდაიცვალა.