საზოგადოება
18.08.2026 16:38
მამუკა მდინარაძე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს და მის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და მის მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონის განვითარების მიმართულებით შესრულებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების შეფასებას და პრობლემების სწრაფი გადაჭრის გზებს. ამასთან, ხაზი გაესვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მათზე მორგებული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების საშუალებებს.

აღსანიშნავია, რომ ვიცე-პრემიერმა სამუშაო შეხვედრები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მათ მოადგილეებთანაც გამართა.
კვირის ამბები