დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, ჭავჭავაძისა და ქართლის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები და მუნიციპალური ავტობუსები ქართლის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.
„სატრანსპორტო მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის და გთხოვთ, გადაადგილებისას აღნიშნული შეზღუდვა გაითვალისწინოთ“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.