ბოშურის საველე ბანაკი, რომელიც პროექტის - „მამული, ენა, სარწმუნოება“ ფარგლებში ხორციელდება, ახალგაზრდების მესამე ნაკადს მასპინძლობს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის“ თანადაფინანსებით ხორციელდება და ახალგაზრდები 6 დღის განმავლობაში მრავალფეროვან, საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან.
„ბანაკში, 14-16 წლის მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკას, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და განივითარონ პიროვნული, სოციალური და პროფესიული უნარები.
ბანაკის მონაწილეები მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, სპორტსმენებს, პოლიციელებს, სამხედროებს და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან და შესაძლებლობა აქვთ, მათი გამოცდილება გაიზიარონ“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ცნობისთვის, ბოშურის საველე ბანაკი, ჯამში, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500 ახალგაზრდას უმასპინძლებს.