მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - რა უნდა იცოდნენ მეწარმეებმა
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეს ბიზნესის განვითარებისთვის 70 000 ლარამდე უპროცენტო სესხის მიღება შეუძლია. პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალიც.
როგორც ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში აღნიშნავენ, პროგრამის მიზანი საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და სამეწარმეო პოტენციალის ზრდაა.
„პროგრამის ფარგლებში, მიკრო სესხის მაქსიმალური მოცულობა 50 000-დან 70 000 ლარამდე გაიზარდა და სესხის პროცენტი სრულად სუბსიდირდება ყველა მეწარმისთვის.
წარმატებული ბენეფიციარებისთვის კი დაემატა განვითარების სესხი - 70 000-დან 150 000 ლარამდე, რომელიც შეღავათიან საპროცენტო განაკვეთს გულისხმობს. ასევე, გაფართოვდა სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალიც“, - აღნიშნავენ ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში.
მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის შესახებ მსურველებს დეტალური ინფორმაცის მიღება თბილისში და საქართველოს რეგიონებში არსებულ კორპორაციის ბიზნეს სივრცეებში (ტელ:. 15 25), ასევე ბმულზე:
https://shorturl.at/sheJh შეუძლიათ.