საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგების და მონაწილეობისთვის, ფულადი პრიზები გაიცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026") მიღწეული შედეგების და მონაწილეობისთვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა.
განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის თანახმად, საპრიზო თანხმების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.
„XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგების და მონაწილეობისთვის გასაცემი საპრიზო თანხები შემდეგი სახით გადანაწილდა: ფიგურულ ციგურაობაში (წყვილთა ასპარეზობა) II ადგილის მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზს 51 000 ლარის ოდენობით და დამატებით ფულად პრიზს 449 000 ლარს, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილისთვის - 6 800 ლარს. ასევე, ფიგურულ ციგურაობაში (გუნდური პირველობა) IV ადგილის მფლობელები ფულადი პრიზის სახით მიიღებენ 6 800 ლარს და დამატებით 50 000 ლარს. ფიგურულ ციგურაობაში ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ფულადი პრიზის სახით გადაეცემა 71 400 ლარი.
სამთო-სათხილამურო სპორტის (სლალომი/გიგანტური სლალომი) სახეობაში მონაწილეობისთვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი ფულადი პრიზის სახით მიიღებს 42 840 ლარს, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფი - 28 560 ლარს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.