სპორტი
18.08.2026 13:18
გორელი კარატისტები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატისტები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ.

გორელთაგან მედლებისთვის დაჩი ღვინიაშვილი, გაბრიელ გაბარაევი, გიორგი მოციქულაშვილი და მედეა დარჩიძე (მწვრთნელი: ლევან სადაღაშვილი) იბრძოლებენ.

შეჯიბრი 21-23 აგვისტოს ჩატარდება და თურქეთი უმასპინძლებს. ასპარეზობები კარატეს ორ სახეობაში - კატასა და კუმიტეში გაიმართება.
კვირის ამბები