საზოგადოება
17.08.2026 14:07
შიდა ქართლში ალოობა იგვიანებს
შიდა ქართლში ქერის და ხორბლის მოსავლის აღება-დაბინავება იგვიანებს, რაც უამინდობამ და უხვმა ნალექებმა გამოიწვია, თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგადად, სოფლის მეურნეობის კუთხით ნაგვიანევი წელიაწადია და ამანაც განაპირობა ალოობის დაგვიანება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნესთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ განაცხადა.

რაც შეეხება მოსავლის სავარაუდო რაოდენობას, მამუკა ლომსაძის თქმით, ის ფერმერები, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს და კარგად მოუარეს ნათესებს, უამინდობის მიუხედავად, ჰექტარზე 5-6 ტონა მარცვლეულის მიღებას ვარაუდობენ. ხოლო დანარჩენ ფართობებზე ჰექტარზე, სავარაუდოდ, 2 ტონა მარცვლეულს ელოდებიან.
კვირის ამბები