საზოგადოება
17.08.2026 13:58
მეღვრეკისის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 2-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ასევე მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ ექვსთვიანი გამოცდილება; ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 180-185 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge(teacherjobs.ge) -ზე, 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნონ.

სამუშაოს დაწყების თარიღად 15 სეტქემბერია მითითებული.
კვირის ამბები