„დილა“ „მეშახტეს“ დაუპირისპირდა - საფეხბურთო მატჩი გორის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
გორის „დილა“ ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის 21-ე ტურის მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში დუბლი შოთა შეყილაძემ შეასრულა. მატჩის მიმდინარეობისას კიდევ ერთი გოლი მუჰამედ დიუფის ანგარიშზეა.
რაც შეეხება ტყიბულის გუნდს, „დილას“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი გოგოლაშვილია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 29 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.
შემდეგ თამაშს გორის გუნდი ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 22 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.