საზოგადოება
17.08.2026 11:49
უხვი ნალექის დროს პრობლემების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, გორში სანიაღვრე არხებს და წყლის შემკრებ ჭებს ასუფთავებენ
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, დასუფთავების სამუშაოებს აგრძელებს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება სანიაღვრე არხები და წყლის შემკრები ჭები, რომ უხვი ნალექის დროს პრობლემები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოირეცხა და დასუფთავდა მიწისქვეშა გადასასვლელები.
კვირის ამბები