საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდურ პირველობაში ევროპის ორგზის ჩემპიონია.
ქართველებმა საფრანგეთს, ესპანეთს და მოლდოვას 4:1 სძლიეს, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსეთის ნაკრები კი 4:0 დაამარცხეს.
გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: უსინათლოთა კატეგორია (J1) - საბა ბაღდავაძე;
გიორგი გამჯაშვილი და გიორგი ბერიძე. მცირემხედველთა კატეგორია (J2) - ზვიად გოგოჭური; ლევან გუგავა და ზურაბ ზურაბიანი.
პარაძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში ჩატარდა.