ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, გორის კულტურისა და დასვენების პარკში კონცერტი გაიმართება.
20 აგვისტოს გორელი მსმენელის წინაშე დავით არჩვაძე, მერაბ ვარდოსანიძე, თიკა მახალდიანი, გიორგი მეფისაშვილი, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, დავით მაზანაშვილის ბენდი, ლიკა დოლიძე და LIKE BAND-ი წარსდგებიან. კონცერტის წამყვანი ზურაბ გორგაძეა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მუსიკალური ღონისძიება „ახალ ბაღში“ 20:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
კონცერტი კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.