

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აკრძალულია სასაფლაოებზე გასვლაც.
აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.
სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე ავტომობილებით მოძრავი პირებისთვის.
ამ დროისთვის, ქვერნაქის დასახლებაში მდებარე გორის სასაფლაოზე არც ფეხით მოსიარულეების და არც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება არ შეინიშნება. სასაფლაოს შესასვლელთან პოლიციის ეკიპაჟი დგას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების აღსრულებაზე სწორედ პოლიცია უზრუნველყოფს.
ანალოგიური მდგომარეობაა გორის მუნიციპალიტეტის სოფლების სასაფლაოებზეც.
GMnews-ის ფოტორეპორტაჟი
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი