პერსონალური, ციფრული, ენობრივი და სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის, უფასო ონლაინ კურსებზე სწავლების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უფასო ონლაინ კურსებზე სწავლების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, კურსები 4 მიმართულებას: პერსონალურ, ციფრულ, ენობრივ და სამეწარმეო უნარების განვითარების მოიცავს და მასში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. სწავლება სრულად დისტანციურია და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აფინანსებს.
„ონლაინ ფორმატი ქმნის შესაძლებლობას რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, პროფესიული სწავლება ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გახდეს. პროგრამაში ჩასართავად კი განათლების კონკრეტული საფეხურის ფლობა სავალდებულო არ არის.
რაც შეეხება კურსებს, ციფრული მიმართულებით სწავლების ხანგრძლივობა 1 თვეა. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების შესწავლა, Google-ის სისტემის ეფექტური გამოყენება, ინფორმაციის მოძიებისა და ციფრული უსაფრთხოების საფუძვლები.
მულტილინგვური - ინგლისური ან გერმანული ენის (A1–A2) სწავლის ხანგძლივობა 3 თვეა. კურსი მოიცავს ინგლისური ან გერმანული ენის საუბრის, მოსმენის, კითხვის და წერის უნარების განვითარებას ყოველდღიური და პროფესიული კომუნიკაციისთვის.
პერსონალური და სოციალური მიმართულებით სწავლების ხანგძლივობა 5 დღეა. კურსის ფარგლებში შეისწავლება პრეზენტაციის და გასაუბრების ტექნიკები, რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის მომზადება, ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები და გუნდური მუშაობის პრინციპები.
სამეწარმეო კუსრის სწავლის ხანგძლივობა 1 თვეა, რომელიც ბიზნეს იდეის განვითარების, ფინანსური გადაწყვეტილებების, რესურსების მართვის საფუძვლების შესწავლას, მოლაპარაკებისა, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარებას მოიცავს.
რაც შეეხება მონაწილეთა რეგისტრაციას, ონლაინ კურსებზე პირველადი რეგისტრაციია შესაძლებელია, 31 აგვისტოს ჩათვლით, ბმულზე: https://forms.gle/PHWuyMyitDhfKzHz7. პირველადი რეგისტრაცია არ ნიშნავს ავტომატურ ჩარიცხვას, საჭიროა მეორე ეტაპზე სააგენტოს სერვისცენტრში ვიზიტი და კონსულტაცია. შემგომი კონსულტაციისთვის ვიზიტის დასაგეგმად სააგენტოს წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ.
სასწავლო პროცესი 2026 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევაა შესაძლებელი“, - აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.