„ივერიონის“ აკადემია საწვრთნელ პროცესს 1-ელი სექტემბრიდან ოფიციალურად განაახლებს - ასაკობრივი გუნდების მიხედვით სამწვრთნელო შემადგენლობა ცნობილია
საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ აკადემია საწვრთნელ პროცესს 1-ელი სექტემბრიდან ოფიციალურად განაახლებს.
კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალ სეზონში აკადემიის ყველა ასაკობრივ ჯგუფს და 22 წლამდელთა გუნდს უშუალოდ სუპერლიგის სამწვრთნელო შტაბი - გიორგი ჩაჩხიანის, ზორან პენოს, სერგეი ნოვიკოვის და გურამ ბლუაშვილის შემადგენლობით უხელმძღვანელებს. ხოლო აკადემიის მთავარი მწვრთნელის პოსტს კვლავ გიორგი ჩაჩხიანი დაიკავებს, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფის საწვრთნელ პროცესს გააკონტროლებს.
„ახალგაზრდა მწვრთნელთა პროფესიულ განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაზე სერბი სპეციალისტი ზორან პენო იზრუნებს, ხოლო სპორტსმენთა ფიზიკურ მომზადებაში უშუალოდ მოლდოველი მწვრთნელი სერგეი ნოვიკოვი ჩაერთვება.
რაც შეეხება ასაკობრივი გუნდების მიხედვით სამწვრთნელო შემადგენლობას, შემდეგნაირად გადანაწილდა:
18 და 16 წლამდელთა გუნდებს მთავარი მწვრთნელების რანგში ვოვა თავაქარაშვილი და ნუგი ბუთხუზი უხელმძღვანელებენ, ასისტენტები კი გიორგი ადამია, გიორგი ზაუტაშვილი და მირიან ჯოლბორდი იქნებიან.
14 წლამდელთა გუნდში მთავარი მწვრთნელების სტატუსით ზორან პენო და ნუგი ბუთხუზი იმუშავებენ, ხოლო მათ ასისტენტობას მირიან ჯოლბორდი, ცოტნე მიხანაშვილი, ლუკა ავაზიშვილი და გიორგი ზაუტაშვილი გაუწევენ.
ჯუნიორის ასაკობრივ ჯგუფში მთავარი მწვრთნელები ზორან პენო და გურამ ბლუაშვილი იქნებიან, ასისტენტების პოზიციაზე კი ცოტნე მიხანაშვილი, ლუკა ავაზიშვილი და მირიან ჯოლბორდი იმუშავებენ. 10 წლამდელთა გუნდს კვლავ გურამ ბლუაშვილი ჩაიბარებს, რომელსაც ასისტენტობას ლუკა ავაზიშვილი და ცოტნე მიხანაშვილი გაუწევენ“, - აღნიშნულია საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.