გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებისა და მწვანე სივრცეების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა სამუშაოს ყოველდღიურად ახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკრეაციულ და გამწვანებულ სივრცეებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბალახის თიბვა, მცენარეების მორწყვა, ხეების სხვლა-გადაბელვა, შეწამვლა, ნიადაგის დამუშავება.
აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის საგზაო ნიშნების მონტაჟი-განახლება მიმდინარეობს. მაღალი რისკის მონაკვეთებზე კი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები ეწყობა. იღებება, ასევე ბორდიურები.