ეროვნული ლიგა 2-ის მეოცე ტურის მატჩში გორის „გორი“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა გამარჯვებით - 4:1 დაასრულა.
ანგარიში გორელებმა მეცხრამეტე წუთზე გახსნეს. „სიონის“ კარში პირველი გოლი ნიკა ოქროპირიძემ გაიტანა. შემდეგი გოლის ავტორი ნიკა კურმაშვილია, ხოლო ლევან ნაჭყებიამ დუბლი შეასრულა და ორი გოლით გაახარა გულშემატკივარი.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში „გორი“ კიდევ სამ მატჩს ჩაატარებს.
რაც შეეხება მომდევნო თამაშების კალენდარს, „გორი“ „სამტრედიას“ 15 აგვისტოს (დასაწყისი 17 : 00 სთ.) სამტრედიაში დაუპირისპირდება. 22 აგვისტოს დუშეთის „არაგვს“ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე (21 :00 სთ.) შეხვდება. ხოლო სართიჭალის „შტურმს“ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე (20:00 სთ.) უმასპინძლებს.