საზოგადოება
10.08.2026 12:28
მასწავლებლის გამოცდები 2026 - რომელ საგნებშია შედეგები ცნობილი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

რაც შეეხება საგნებს, შედეგები ცნობილია:

მათემატიკა (VII-XII); გეოგრაფია (VII-XII); გეოგრაფია (VII-XII) (აზერ.); გეოგრაფია (VII-XII) (სომხ.); ფიზიკა (VII-XII); ქიმია (VII-XII); მუსიკა; უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (აზერ.); უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა (სომხ.); აზერბაიჯანული ენა; სომხური ენა და საბაზო უნარები (სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის).

„საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში კი ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები