08.08.2026 17:30
გორის მე-4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანდრია ჩიტიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში მაქსიმალური ქულა აიღო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, გორელმა ანდრია ჩიტიშვილმა ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა- 70 მოიპოვა.
ანდრია ჩიტიშვილი გორის მე-4 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია. ანდრია ყოველთვის წარჩინებული მოსწავლე იყო, მას მინიჭებული აქვს ვუნდერკინდის წოდება, მრავალი კონკურსის გამარჯვებული და პირველადგილოსანია, ამასთან, ამერიკის ელჩის წარმომადგენლის რჩეულია.
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე წარმატების გარდა, ანდრია ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, რის საფუძველზეც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის 100 პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა (3 წელი უფინანსდება). ანდრია ჩიტიშვილი სამედიცინო განათლების მიღებას გეგმავს.