08.08.2026 10:56
გორის მე-8 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ცოტნე მიხანაშვილმა ინგლისურის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა აიღო
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურის გამოცდაზე, გორის მე-8 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ცოტნე მიხანაშვილმა მაქსიმალური - 70 ქულა აიღო.
ცოტნე მიხანაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესწავლას გეგმავს.
წარჩინებული სწავლის პარალელურად, მიხანაშვილი აქტიურადაა დაკავებული სპორტით და ,,ივერიონში`` კალათბურთის მწვრთნელია.