საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე ახლახანს გამოქვეყნდა.
სამი ერთეულით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, პარალელურად, კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირებილია 388 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი, 4 ინფიცირებული გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი - 519 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, 70 წელს გადაცილებული პაციენტი 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.