07.08.2026 22:50
გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხელისუფლების სხვა წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
შეკრებილებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ტრადიციულად, გაიმართა სანთლების აქციაც. ,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის უმძიმესი, განსაკუთრებით, გორის მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენი ხეობისთვის. დღეს, ტრადიციულად, შევიკრიბეთ მემორიალთან, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, მივუსამძიმროთ მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გაერთიანება და მშვიდობა“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ. რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს გორში, 11 აგვისტოს კი შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.