საინტერესო ამბები
06.08.2026 12:22
გამოქვეყნდა იმ პროფესიების ჩამონათვალი, რომლებსაც სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტი ნაწილობრივ ან სრულად ჩაანაცვლებს
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა Microsoft-ის კვლევის შედეგები, სადაც ჩამოთვლილია ის პროფესიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის გავლენა ყველაზე მეტად შეეხება. ამასთან, კომპანიამ წარმოადგინა ისეთი პროფესიების ნუსხაც, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს.

ჩატარებული მასშტაბური კვლევის თანახმად, სპეციალისტების გუნდმა გამოავლინა სამუშაოები, რომელთა შესრულებისას ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს დახმარებისთვის ყველაზე ხშირად მიმართავენ.

იმ პროფესიების ჩამონათვალში, რომლებსაც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტი ზოგ შემთხვევაში სრულად, გარკვეულ შემთხვევებში კი ნაწილობრივ ჩაანაცვლებს, არაერთი პოპულარული მიმართულება მოხვდა, რომელთა შორისაა მთარგმნელები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები, მწერლები, მათემატიკოსები, კორექტორები.
 
ვრცელი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

თარჯიმნები და მთარგმნელები
ისტორიკოსები
მათემატიკოსები
კორექტორები
მწერლები და ავტორები
სტატისტიკური ასისტენტები
გაყიდვების წარმომადგენლები
ჟურნალისტები
მგზავრების მომსახურე პერსონალი
ტელეფონის ოპერატორები
რედაქტორები
სოფლის მეურნეობისა და საშინაო ეკონომიკის სფეროს მასწავლებლები
პოლიტოლოგები
გეოგრაფები
დიქტორები და რადიო დიჯეები
ბროკერის თანამშრომლები
ვებ-დეველოპერები
კლიენტთა მომსახურების წარმომადგენლები
ბანკის მოლარეები
ბაზრის კვლევის ანალიტიკოსები
კონსიერჟები
ბიზნესის მასწავლებლები
პირადი ფინანსური მრჩევლები
ეკონომიკის მასწავლებლები
პროდუქტის წარმდგენები და პრომოუტერები
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები
მაღაზიის მოლარეები და გაქირავების თანამშრომლები
სასტუმროს მასპინძლები
მენეჯმენტის ანალიტიკოსები
სატელეფონო ოპერატორები
ტელემარკეტინგის სპეციალისტები
სარეკლამო გაყიდვების აგენტები
არქივარიუსები
 
გამოქვეყნდა პროფესიებიც, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს, ამ პროფესიის ადამიანების სამუშაო დაკავშირებულია ფიზიკურ შრომასთან, ადამიანებთან უშუალო კომუნიკაციასთან და ტექნიკის მართვასთან.

ამ პროფესიების ჩამონათვალი ამგვარად გამოიყურება:

ექთნები
მასაჟისტები
მძღოლები
საგზაო მუშაკები
მებაღეები
მძიმე ტექნიკის ოპერატორები
სანიტრები
ქარხნის მუშები
რკინიგზის დაგების და ექსპლუატაციის სპეციალისტები
წყლის გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი
ხიდებისა და არხების ამგები და მომსახურე პერსონალი
პროთეზირების სპეციალისტები
გაზის კომპრესორის/სატუმბი სადგურის ოპერატორი
ნავთობის სფეროს მუშა
ხე-ტყის დამუშავების ოსტატები და მებაღეები
დამლაგებლები
სამრეწველო სატვირთო მანქანებისა და ტრაქტორების მძღოლები
ქირურგის ასისტენტები
სახიფათო ნარჩენების გაუვნებელყოფის სპეციალისტები
მღებავი/მებათქაშე/მლესავი და მათი დამხმარეები
საბურავების შემკეთებლები/შემცვლელები
სამედიცინო აღჭურვილობის მომზადების სპეციალისტები
სახანძრო სამსახურები
ყბა-სახის ქირურგები
გემის ინჟინრები
კვირის ამბები