გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ჭაბურღილს, წყლის ავზს და შიდა წყალმომარაგების ქსელს. ასევე, მოეწყობა ინდივიდუალური გამრიცხველიანების სისტემა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სოფელში მცხოვრებ დაახლოებით 140 ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით უწყვეტად მიეწოდება.