სპორტი
04.08.2026 13:04
გორელმა სპორტსმენებმა ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში ცხრა საპრიზო ადგილით დაასრულეს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში ცხრა მედლით - ოთხი პირველი, სამი მეორე და ორი მესამე ადგილი, დაასრულეს.

შეჯიბრი ბათუმში ჩატარდა და საქართველოს გარდა, ხუთი ქვეყნის სპორტსმენები ასპარეზობდნენ.

რაც შეეხება ჩემპიონატის გორელ პრიზიორებს, პირველი ადგილი მარიამ შალამბერიძემ (62 კგ. დიდები), მარიამ შალამბერიძემ (62 კგ. 21 წლამდელი), ნიკოლოზ აფხაზავამ (21 კგ. უმცროსი ასაკი) და მარიამ ბუზიაშვილმა (25 კგ. უმცროსი ასაკი) დაიკავეს.

მეორე ადგილზე გავიდნენ: გიორგი შალამბერიძე (63 კგ. დიდები), გაბრიელ ჯეირანაშვილი (29 კგ. უმცროსი ასაკი) და ქრისტინე გოგებაშვილი (27 კგ. უმცროსი ასაკი).

მესამე ადგილს დაეუფლნენ: მარიამ ავაზიშვილი (44 კგ. 21 წლამდელი) და მილა ციცაგი (48 კგ. უმცროსი ასაკი).
კვირის ამბები