საზოგადოება
03.08.2026 13:46
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.

„იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადით. განაცხადების მიღება კი 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნდება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები