საზოგადოება
31.07.2026 16:18
სოფელ პატარა გორიჯვარში გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორიჯვარში გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1500 მეტრამდე გზის მონაკვეთი სრულად განახლდება. ამ ეტაპზე კი ასფალტის საფარის მოწყობა დასრულებულია და გზის გვერდულების ფრაქციული ღორღით შევსება მიმდინარეობს.

„პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას უფრო უსაფრთხო, კომფორტული და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა ექნება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
კვირის ამბები