სპორტი
30.07.2026 11:30
„დილა“ – „აპოლონის“ მატჩში გორის კლუბი დამარცხდა და ევროასპარეზს გამოეთიშა
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატში გორის „დილა“ კვიპროსის „აპოლონს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა კვირპოსული გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 3:0 დასრულდა და „დილა“ ევროასპარეზს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, „დილა“ 0:4 დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე გორის „დილამ“ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო.
კვირის ამბები