საზოგადოება
29.07.2026 11:31
გორში საზაფხულო მინი ტურისტული ბაზრობა გაიხსნა
გორში საზაფხულო მინი ტურისტული ბაზრობა გაიხსნა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივით ხორციელდება და მეწარმეების მიერ შექმნილი ეროვნული თემატიკის ნამუშევრებთან ერთად, სხვადასხვა აქსესუარია წარმოდგენილი.

საზაფხულო მინი ტურისტული ბაზრობა ტურიზმის განყოფილების საინფორმაციო ცენტრის წინ (სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ) მოეწყო და მსურველებს ზემოაღნიშნული ნივთების შეძენა 20 აგვისტომდე შეეძლებათ.
კვირის ამბები