ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 8-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
დამსაქმებლის ინფორმაციით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: განახორციელოს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა; აწარმოოს სამედიცინო დოკუმენტაცია და ინფორმაციის ორგანიზება, ზედამხედველობა გაუწიოს სკოლა-გიმნაზიაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას და სხვა.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 670 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www.pedagogi.ge (teacherjobs.ge)-ზე, 21 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნოს.