საზოგადოება
27.07.2026 10:52
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება დადგინდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.

უწყების ინფორმაციით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება 45 ლარი, ხოლო სასკოლო შარვლის და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება - 25 ლარია.

შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.

კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალოსთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს და ფორმების მიწოდება სკოლებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება. დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება.
კვირის ამბები