საზოგადოება
22.07.2026 15:43
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დოკუმენტების მიღება დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დოკუმენტების მიღება დღეს, 22 ივლისს დაიწყო. პროცესი 3 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტაციას, საჭიროა: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3X4); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
კვირის ამბები