ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში მეოთხე ბრძოლას ჩაატარებს
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეოთხე ბრძოლას ჩაატარებს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, გორელი სპორტსმენი ამერიკელ ჯესი მენდესს დაუპირისპირდება. შეხვედრა 22 აგვისტოს კლივლენდში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი შეხვედრა 19 წლის ამერიკელ მოჭიდავე ბო ბასეტთან გამართა და 3:13 დამარცხდა. შემდეგი ბრძოლა ამერიკელი სპორტსმენის ჯონი დიჯილიუსის წინააღმდეგ გამართა და 8:5 სძლია. რაც შეეხება თბილისში გამართულ ტურნირს, ხინჩეგაშვილმა ამერიკელი კონორ ბიბი დამაჯერებლად, ანგარიშით - 11:0 დაამარცხა.
Real American Freestyle თავისუფალი ჭიდაობის სტილია - ამერიკული ინტერპრეტაციით, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.