საზოგადოება
21.07.2026 15:47
ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის ხვალ დასრულდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის ხვალ, 22 ივლისს დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტები ფიზიკის გამოცდას ჩააბარებენ.

რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდას, მაგისტრანტობის კანდიდატები საგამოცდო პროცესში 23 და 24 ივლისს ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, 2026 წელს გამოცდებზე რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 83 000-ს გადააჭარბა. საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში ფუნქციონირებს.
კვირის ამბები